ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს
10-04-2015, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა.

 


მღვდელმსახურთ გარდამოხსნა ეჭირათ, რომელიც უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული. მათ მსვლელობით, გარდამოხსნა ტაძარში ერთხელ შემოატარეს და მისთვის წინასწარ მომზადებულ სადგამზე დაასვენეს.

 


გარდამოხსნა ქსოვილია, რომელზეც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარია გამოსახული. სასულიერო პირებმა გარდამოხსნის წინაშე დაიჩოქეს. იგი ტაძარში აღდგომის ღამემდე იქნება დაბრძანებული და მრევლს შესაძლებლობა ექნება მას ემთხვიოს. ტაძარში მანამდე წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც პილატეს სამსჯავროზე, უფლის ჯვარცმაზე და მის დაფვლაზე იყო საუბარი.

 

 

ტაძარში, ასევე ღვთისმშობლის დატირება წაიკითხეს, შესრულდა დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საგალობელი "იესო".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი