დავით უსუფაშვილი: „ჩვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ“
16-06-2017, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის, „შენების მოძრაობის“ ჩამოყალიბების შესახებ განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ მათი მოძრაობა იქნება „მტკიცე თავის გეგმაში“.

 

 

„ჩვენ კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


უსუფაშვილმა თქვა, რომ მის პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებიან კახა შარტავა, რევაზ შავიშვილი და ვახტანგ ხმალაძე. მან ასევე დაასახელა პარტიის ახალი სახეები, რომლებიც მისი თქმით, „გაიზარდნენ ახალ, თავისუფალ საქართველოში და თავისუფალი არიან ჩვენი იმ წარსულის მავნე გადმონაშთებისგან, რომელიც არ ასვენებს ჩვენ ქვეყანას და არ გვაძლევს საშუალებას წინ წავიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ქვეყანას სჭირდება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი