პარლამენტი მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციის შესახებ მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო პროექტის პირველი მოსმენით განიხილვას მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პროექტი "თეორიულად კარგი, პრაქტიკულად კი ხიფათის შემცველია".
კანონპროექტის მიხედვით იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში, 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით.
აქედან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. ასევე, იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისთვის ალტერნატიულ სანქციებთან ერთად გათვალისწინებულია მოქმედ რეჟიმთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის თავისუფლების აღკვეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.