თურქეთსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
10-04-2015, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, თურქული და ქართული მხარეები ეცდებიან ერთობლივად დაგეგმონ და განავითარონ ახალი გენერაციის პროექტები, საჭირო ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიით ვაჭრობა.

 

 

პირველად კავკასიის რეგიონში, 2016 წლის ბოლოსათვის ერთობლივად მომზადდება თურქეთ-საქართველოს შორის დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების ერთობლივი გრძელვადიანი გეგმა. აღნიშნული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება ასევე მოიცვას ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას. შეთანხმების საფუძველზე თურქეთის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორი გაუზიარებს ქართულ მხარეს თავის გამოცდილებას ევროპის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების გაერთიანებაში (ENTSO-E) ინტეგრაციის პროცესის წარმართვაში.

 

 

 

აღნიშნულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს ენერგოსისტემამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს როგორც ევროპული ტექნიკური სტანდარტები ასევე, ევროპული კანონმდებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებიც. ევროპის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების გაერთიანებაში საქართველოს შესაძლო გაწევრიანება ნიშნავს ევროპულ ენერგოსისტემებთან მუდმივი სინქრონული კავშირის, ავარიული ურთიერთდახმარების, ევროპის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე დაშვების, თავისუფალი და შეუზღუდავი ტრანზიტის, კონკურენტული გარემოს მხარდაჭერისა და ახალი ტექნოლოგიებისა თუ მოთხოვნების განხორციელების გარანტიას.

 

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
As a seller of legal steroids, you can buy Crazy Bulk products, explore stacks and finally get the body you’ve always wanted เว็บพนันบอลดีที่สุด
2 ივნისი 2022 01:11
#1   tech
      
Well we really like to visit this site, many useful information we can get here. บาคาร่า 1688
29 აპრილი 2022 02:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი