სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ამის შესახებ ნათქვამია აღდგომის დღის მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
"სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა-ლოცვა დაიწყება შაბათს, ღამის 24:00 საათზე. მცხეთაში წასასვლელად მრევლისათვის ავტობუსები გავა 22:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან. აღდგომა დღეს, 12 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღევლინება და მიმდებარე ქუჩების კურთხევა მოხდება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.