გიორგი კვირიკაშვილი: თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - მოეწყო 26 კმ გზა, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი
17-06-2017, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - მოეწყო 26 კილომეტრი გზა, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და კიდევ არაერთი საინტერესო პროგრამის განხორციელება იგეგმება.

 


პრემიერ მინისტრის თქმით, „იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ".

 


მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული, სივრცითი განვითარების პროგრამა ყველა რეგიონსა და სოფელს მოიცავს.

 

 

 


„ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის ყველა წერტილში ადვილი უნდა იყოს მისვლა და ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი. სწორედ ამიტომ, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი