მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, გამომდინარე იქედან რომ ზემო სვანეთი აქტიურ ტურისტულ ზონადაა გამოცხადებული, დასუფთავების საკითხის მოწესრიგება წარმოადგენს.

მესტიის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მომსახურების გაუმჯებესების მიზნით, 2014 წლის 16 იანვარს დაფუძნდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ა.(ა).ი.პ. „მესტია დასუფთავება“, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს დასუფთავების მომსახურების გაწევას.
როგორც მესტიის გამგეობაში აცხადებენ, ა.(ა).ი.პ. „მესტია დასუფთავებამ“ ნაგვის კონტეინერები ამჯერად იფარის, კალასა და უშგულის ტერიტორიულ ერთეულებში განათავსა. კონტეინერები სოფლების ცენტრალურ გზებზე - მდინარეებისა და ხევების მიმდებარედ დაიდგა, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის. სოფლებიდან კონტეინერებში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას მყარი ნარჩენების შემკრები უახლესი მოდელის სატრანსპორტო საშუალებით ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.