ავღანელი ჯარისკაცი სამხედრო ბაზაზე უცხო ჯარებს დაესხა თავს, დაჭრილია რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი და მოკლულია სულ მცირე ერთი ავღანელი სამხედრო პირი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
თავდასხმა ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბაზაზე შაბათს მოხდა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ავღანეთის არმიის 209-ე კორპუსის პრესმდივანმა, აბდულ ყაჰარ არაამმა განაცხადა, რომ ჯარისკაცმა ბაზის შიგნით 4 ამერიკელ სამხედროს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაურმა, რომელიც ქაბულშია ბაზირებული, განაცხადა, რომ მათთვის „ცნობილია ინციდენტის შესახებ“, რომელსაც შაჰინის ბანაკში ჰქონდა ადგილი.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა მოგვიანებით „როიტერსს“ განუცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები დაჭრილები იყვნენ და არა მოკლულები, რითაც უარყო ავღანეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ცოტა უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა.
ჩრდილოეთის ქალაქ მაზარი-ი-შარიფში მდებარე ბანაკი 209-ე კორპუსის მრავალეროვნული შტაბ-ბინაა, რომელსაც გერმანიის სამხედროები უწევენ მეთაურობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.