თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში საჩვენებელი ტურნირები გაიმართა. ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. საჩვენებელ თამაშებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.
ქართველმა სამხედროებმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მჯდომარე ფრენბურთის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ასევე პარაკალათბურთში და სპორტის სხვა სახეობებში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული 14 ივნისს დაიწყო და მასში ქართველი დაშავებული სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.