გასული კვირის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საფრანგეთში 18 ივნისს არჩევნების მე-2 ტური მიმდინარეობს.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (Reuters-ის ფოტო - მაკრონი და მისი ცოლი, ბრიჯიტი შაბათს, თავიანთი სახლის ახლოს ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ) იმედოვნებს, რომ პარლამენტში მანდატების აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, რაც საშუალებას მისცემს მას თავისი რეფორმების გეგმები განახორციელოს.
მოელიან რომ მისი La République en Marche (წინ რესპუბლიკა) თავის მოკავშირე MoDem-თან ერთად პარლამენტში მძლავრ უმრავლესობას მოიპოვებს.
როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის ტრადიციული პარტიები დაჟინებით მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მაკრონის მოწინააღმდეგეებს, რათა შეჩერდეს ძალაუფლების მონოპოლიზაცია.
პარტიას 577 წევრისაგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის გასაკონტროლებლად 289 მანდატის მოპოვება ესაჭიროება. პროგნოზირებენ, რომ მაკრონის პარტია პარლამენტში 400-ზე მეტ ადგილს მიიღებს.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ გასულ კვირას, 10 ივნისს, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ეროვნული ასამბლეის 557 ადგილიდან 400-ზე მეტი მაკრონის „La Republique en“-მა მიიღო.
მაკრონის პარტია სულ რაღაც 1 წელზე მეტია რაც დაფუძნდა და ბევრ კანდიდატს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია ის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.