თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე და ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის აღდგენა დასრულდა.
თბილისის მერიის ცნობით, ვაზისუბნის სკვერში დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები, ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა კიბე, აღდგა საბავშვო-გასართობი კაუჩუკის მოედანი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კოსტა ხეთაგუროვის სკვერში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში დამონტაჟდა გარე გამოყენების ტრენაჟორები და აღდგა საბავშვო-გასართობი კაუჩუკის მოედანი.
დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.