პორტუგალიის ტყეში გაჩენილი კატასტროფული ხანძრის შედეგად სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა
18-06-2017, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პორტუგალიის ტყეში გაჩენილმა კატასტროფულმა ხანძარმა სულ მცირე 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბევრი მათგანი მაშინ დაიღუპა, როცა კოიმბრას სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრში მდებარე Pedrógão Grande-იდან გაქცევას ადამიანები თავიანთი ავტომანქანებით ცდილობდნენ.

 


დაშავებულ 59 ადამიანს შორის რამდენიმე, მეხანძრეა. ცეცხლის ჩაქრობას 600-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

 

 

პორტუგალიის ეროვნული მაუწყებლის ცნობით, 6 მეხანძრე სერიოზულადაა დაშავებული და 2 მათგანი დაკარგულად ითვლება. 

 


„სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ჩვენ ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო წლებში გვიხილავს“, განაცხადა პორტუგალიის პრემიერ მინისტრმა, ანტონიო კოსტამ, რომლის თქმითაც, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი