ილია მეორე ეკლესიის მიმართ კრიტიკის შესახებ - უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას
18-06-2017, 05:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, „დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას", თუმცა, მისივე თქმით, „ამის არ უნდა შეგვეშინდეს".

 

 

პატრიარქმა ამის შესახებ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

 


„უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ", ბრძანა პატრიარქმა.

 

 

მისი განცხადებით, „მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა", ამიტომ „ეკლესიის მოვალეობაა განუმარტოს მსოფლიოს, რომ ჩვენ სიკეთის მეტი არაფერი გვამოძრავებს".

 

 

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიკეთე. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. დღეს ხშირი შემთხევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას. მართლმადიდებლობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკეთე და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში“, ბრძანა უწმინდესმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი