ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „პირდაპირი ხაზის“ დროს რუსების შეკითხვები და ჩივილები მისთვის რევოლუციური აღმოჩენები არ ყოფილა, მაგრამ ამით მან მაინც ბევრი რამ გაიგო
18-06-2017, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „პირდაპირი ხაზის“ დროს რუსების შეკითხვები და ჩივილები მისთვის რევოლუციური აღმოჩენები არ ყოფილა, მაგრამ ამით მან მაინც ბევრი რამ გაიგო.

 


„დიახ, მე რაღაც ახალი გავიგე, და ეს ბუნებრივია, რადგანაც ეს პირდაპირი კავშირია ადამიანებთან, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, რომ ჩემთვის აქ რაღაც რევოლუციური აღმოჩენები იყო, ასე ნამდვილად არ ყოფილა“, განაცხადა პრეზიდენტმა რუსულ სატელევიზო არხთან, НТВ-სთან ინტერვიუში და ხაზი გაუსვა, რომ მსგავს საკითხებზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ, მისი თქმით, „პირდაპირი ხაზი“ სასარგებლოა.

 


„ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ საგნებს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან და პრეზიდენტის დონეზე, ამიტომაც იმართება ასეთი ღონისძიებები, როგორიცაა „პირდაპირი ხაზი“, რომ იგრძნო ეს ნერვი“, განმარტა პუტინმა.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობას იმისათვის იყენებს, რომ თავისი წუხილი, ტკივილი გამოხატოს, ანდა რაიმე თხოვნით მიმართოს. იმის თქმა კი, რომ ადამიანები ცდილობენ, რომ პირდაპირ მიმართონ სახელმწიფოს მეთაურს, მისი აზრით, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ადგილებზე მუშაობა არ ტარდება. „უბრალოდ ჩვენ ვერ ვუყურებთ ამ მუშაობას და მოგვმართავენ მხოლოდ ისინი, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ თავიანთი პრობლემები“, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 


რუსეთის პრეზიდენტთან რიგით მე-15 „პირდაპირი ხაზი“ 15 ივნისს შედგა და დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში პუტინმა 70 კერძო შეკითხვას უპასუხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი