საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის.
განცხადება აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები, რომელი პროცესიც ფართოდ იქნება გაშუქებული მედიის მიერ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს. ეს მსჯელობა საჭიროა იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსის საშუალებით", განაცხადა აბაშიშვილმა.
კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში ღიად მსჯელობის შესახებ შეთავაზება პრეზიდენტის მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.