გასული კვირის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საფრანგეთში 18 ივნისს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურის პირველადი შედეგებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რაც საშუალებას მისცემს მას თავისი პრო-ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმები განახორციელოს.
ეგზიტ პოლების მიხედვით, მაკრონის La République en Marche -მ (წინ რესპუბლიკა) თავის მოკავშირე MoDem-თან ერთად 577 ადგილიან პარლამენტში მძლავრი უმრავლესობა, 355-იდან 403 ადგილამდე მოიპოვა.
პარტიას 577 წევრისაგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის გასაკონტროლებლად 289 მანდატის მოპოვება ესაჭიროება.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ გასულ კვირას, 10 ივნისს, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ეროვნული ასამბლეის 557 ადგილიდან 400-ზე მეტი მაკრონის „La Republique en“-მა მიიღო.
მაკრონის პარტია სულ რაღაც 1 წელზე მეტია რაც დაფუძნდა და ბევრ კანდიდატს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია ის.
როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის ტრადიციული პარტიები დაჟინებით მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს, მხარი დაეჭირათ მაკრონის მოწინააღმდეგეებისთვის, რათა შეჩერებულიყო ძალაუფლების მონოპოლიზაცია.
კონსერვატორ „რესპუბლიკელებსა“ და მათ მოკავშირეებს შეეძლებათ მოახდინონ დიდი ოპოზიციური ბლოკის ფორმირება - 107-133 მანდატით.
„სოციალისტებს“, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, თავიანთ პარტნიორებთან ერთად 30-49 ადგილის მიღებას უწინასწარმეტყველებენ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მათ ისტორიაში.

ულტრა-მემარჯვენე „ეროვნულ ფრონტი“ ჩანს, რომ სულ მცირე 6 ადგილს მიიღებს, თუმცა მისი მიზანი 15 მანდატი იყო. პარტიის ლიდერი, 48 წლის მარინ ლე პენი პარლამენტში პირველად შევა, და იგი ყოფილ მაღაროელთა ქალაქ ჰენინ-ბიუმონტის წარმომადგენელი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.