ჩრდილოეთ ლონდონში, Finsbury Park-თან Seven Sisters Road-ზე მდებარე მეჩეთთან ახლოს ფურგონის ფეხით მოსიარულეებთან შეჯახების შედეგად, რასაც პოლიციამ „დიდი ინციდენტი“ უწოდა, დაღუპულია ერთი მამაკაცი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ხოლო ერთი პირი დაკავებულია.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, ოფიცრები ადგილობრივი დროით 00:20 საათზე გამოიძახეს და ისინი ინციდენტის ადგილას რჩებიან.
ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭომ განაცხადა, რომ ფურგონმა „განზრახ“ გადაუარა ღვთისმსახურებს.

BBC-ის ცნობით, დაშავებულთაგან ბევრი საღამოს ლოცვიდან სულ ახალი გამოსული იყო.
ლონდონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თქმით, მათ შემთხვევის ადგილას „რამდენიმე რესურსი“ გააგზავნეს.
ვიდეოში, რომელიც ინციდენტიდან მალევე გამოქვეყნდა, ჩანს თუ როგორი ქაოსია და როგორ ცდილობენ ადამიანები დაზარალებულთა დახმარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.