საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლუქსემბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობს.
საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
ლუქსემბურგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა საქმიანი საუზმის ფორმატში, რა დროსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს გააცნობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს.
მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ ვახშამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.