საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად სამეგრელოს რეგიონში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში არსებულ ვითარებას გაეცნო, სადაც ადიდებულმა მინარემ 150-მეტრიანი საფეხმავლო ხიდი წაიღო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ხობის შემდეგ სტიქიით მიყენებულ ზიანს სენაკში გაეცნო, სადაც ადიდებუმა მდინარე ტეხურამ ნაპირსამაგრები დააზიანა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქრურის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.
სტიქიამ სამეგრელოში შიდა გზები, ხიდები და ნაპირსამაგრები დააზიანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.