ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პატრიარქის მიერ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით გაჟღერებულ იდეაზე გუნდში მსჯელობა ექნებათ
19-06-2017, 02:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გუშინ, საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა არის ჭეშმარიტება“.

 

 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექნებათ პატრიარქთან შეხვედრა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა გაიმართება.

 

 

 

„ჩვენ აუცილებლად გვექნება პატრიარქთან შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი განცხადებების გაკეთება. რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა, ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარების გაკეთება”, განაცხადა კობახიძემ თემის კომენტირებისას და დაამატა, რომ „ზოგადად, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს”. 

 

 

საქართველო არის უძველესი მონარქია - კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, აღნიშნული განცხადება პატრიარქმა კვირას, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი