ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც დადასტურდა საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში
19-06-2017, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ  ფორმატს დათანხმდება.

 

 

მისი განმარტებით, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე დებატები არ შეუთავაზებიათ. კობახიძის თქმით, „მას შემდეგ, რაც დადასტურდა საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე". 

 

 

„პრეზიდენტს შევთავაზეთ ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე ღია ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. ეს იყო ჩვენი შეთავაზება და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩვენი მწუხარება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი.... შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პრეზიდენტს, რომ განხილვის ამ ფორმატს მივმართოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ძალიან ფართოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გამოვთქვავ იმედს, რომ პრეზიდენტი ამ ფორმატს მიიღებს და არ იტყვის უარს მონაწილეობაზე", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი