ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, - ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, იგი სწორედ მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადება შალვა აბულაძემ სასამართლო სხდომაზე, ადვოკატის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შემდეგ დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით.
"ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ" , - განაცხადა შალვა აბულაძემ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა დაუდასტურდა.
მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით, რომელსაც არც დაცვის მხარე შეწინააღმდეგებია.
წინასასამართლო სხდომა აბულაძის საქმეზე, რომელშიც ორი პოლიციელის მკვლელობის ეპიზოდია გაერთიანებული, 22 მაისს გაიმართება.
პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით, ბრალდებულს ბრალად ედება ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა 23 იანვარსა და 4 აპრილს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.