რუსეთმა გააფრთხილა სირიაში შეერთებული შტატების ხელმძღანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია, რომ იგი მის სამხედრო თვითმფრინავებს მიიჩნევს, როგორც სამიზნეს, მას შემდეგ რაც კვირას სირიის სამხედრო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული.
კოალიციამ განაცხადა, რომ მან სირიული „სუ-22“ ჩამოაგდო მას მერე, რაც ის კვირას შეერთებული შტატების მხარდაჭერილ აჯანყებულებს ბომბავდა რაყას პროვინციაში.
როგორც BBC იუწყება, რუსეთმა - სირიის მთავარმა მოკავშირემ - განაცხადა, რომ ის აჩერებს კომუნიკაციას შეერთებულ შტატებთან, რომლის მიზანიც საჰაერო ინციდენტებისაგან თავის არიდებაა.
სირიამ დაგმო ამერიკის „საზარელი თავდასხმა“, განაცხადა რა, რომ მას ექნება „სახიფათო გამოძახილები“.
„ავიაციის ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის თვითმფრინავებს და უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელიც საერთაშორისო კოალიციის კუთვნილებაა და მოქმედებენ მდინარე ევფრატის დასავლეთში, თვალთვალს გაუწევენ რუსული ანტი-საჰაერო ძალები ცაში და ხმელეთზე და მიჩნეული იქნებიან სამიზნებაად“, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
რუსეთმა უარყო, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა საკომუნიკაციო არხი, სანამ „სუ-22“-ს ჩამოაგდებდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც საჰაერო ინციდენტებისაგან თავის არიდება და უსაფრთხო ფრენების გარანტიები იყო, ორშაბათს დასრულებულადაა გამოცხადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.