საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები.
მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აქვს.
გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში ორშაბათს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის თანახმად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს „მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის“ განსახორციელებლად 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა და სარკინიგზო სადგურებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.
შონ ო სალივანმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.