ჟურნალისტ მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, „გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს".
„წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ, რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორად მიმაჩნია", აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.