მამაკაცი, მას შემდეგ რაც მან ორშაბათს, საფრანგეთის დედაქალაქის შანზე-ლიზეზს სავაჭრო რაიონში პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ავტომანქანა შეაჯახა, მოკლული იქნა. მისი ავტომიბილის შეჯახებამ კი აალებადი აფეთქება გამოიწვია.
პარიზის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, არც პოლიციის ოფიცრები და არც გამვლელები არ დაშავებულან. უცნობია, თუ რატომ შეაჯახა თავდამსხმელმა ავტომანქანა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას, მაგრამ ოფიციოზი მიიჩნევს, რომ ინციდენტი განზრახ ჩადენილი ქმედება იყო.
The Associated Press-ის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერარდ კოლომბმა განაცხადა, რომ მამაკაცი პოლიციის კონვოიზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ იქნა მოკლული, აღნიშნა რა, რომ საფრთხე ჯერ კიდევ მაღალია ქვეყანაში და ამგვარი ინციდენტები 2015 წლის შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის საჭიროებას ამტკიცებს. მან თქვა, რომ ოთხშაბათს კაბინეტის შეხვედრაზე წარმოადგენს კანონპროექტს, გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა 15 ივლისიდან, მისი ახლანდელი ამოწურვის თარიღიდან, 1-ელ ნოემბრამდე და დაამატა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ „საჭიროა“ უსაფრთხოების ახალი კანონი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.