გიორგი მღებრიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა
20-06-2017, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას (DEA) შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

 


შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი ნიკოლას ბერლინელს შს სამინისტროში ბოლო წლებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილების წარმატებულ მუშაობას, რის შედეგადაც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა.

 


ნიკოლას ბერლინელმა, რომელიც საქართველოში თავის სამწლიანი მოღვაწეობას ასრულებს, გიორგი მღებრიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამშრომლობის იმ დონემ, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შს სამინისტროსთან, რაც დასტურია იმ უნიკალური ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოადგილემ.

 


შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ს საელჩოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და დასავლური სტანდარტების დამკვიდრების პროცესში.

 


შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა აშშ-ს ელჩის მოადგილეს შს სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი