„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით შეგროვებული ხელმოწერების ნაწილი წარმოადგინა.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ამ შეზღუდულ დროში", პარტიამ 150 000-მდე ხელმოწერა მოაგროვა, რაც მისივე შეფასებით ნიშნავს იმას, რომ როდესაც პოლიტიკური პარტიები ვერ თანხდებიან კონკრეტულ საკითხებზე, აზრი უნდა ჰკითხონ ხალხს, ხალხის აზრი კი, პლებისციტის ჩატარებაა.
დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არამარტო სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ თავად მმართველ გუნდშიც არსებობს, თუმცა, მისი თქმით, მმართველმა გუნდმა შიდა კომპრომისი ამ ცვლილებების დროში გაწელვის ხარჯზე მოძებნა.
„ევროპული საქართველოს" ლიდერის აზრით, მმართველი გუნდის [მხოლოდ ერთი პარტიის] ხმების მიერ მიღებული დოკუმენტი ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩატარებულმა კონსულტაციებმა და შედეგებმა ამ კონსსულტაციების, კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ არსებობს კონსენსუსი არამხოლოდ განსხვავებული შეხედულების პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ უმავლესობის შეგნითაც კი. შედეგად, მივიღეთ შეთანხმება უმრავლესობაში, როდესაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი - საარჩევნო პროპორციულ სიებზე გადასვლა გადატანილი იქნება რვა წლით მომავალში, 2024 წლისთვის. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით, შექმნილია ჩიხი. ჩიხს ვეძახი მდგომარეობას, როდესაც არ არსებობს არანაირი კონსენსუსი და შეთანხმების პერსპექტივა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის.
ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ხაზგასმით და რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლავთ პოლიტიკური კონსენსუსი, პოლიტიკური მოთამაშეებისა და საზოგადოების თანხმობა იმაზე, როგორი კონსტიტუცია გვექნება და როგორი იქნება პოლიტიკური თამაშის წესები ამ ქვეყანაში. დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც გვაქვს ამის სრულიად საპირისპირო სურათი, ანტიკონსენსუსი - ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება" წარმოდგენილი ცვლილებებით, ხოლო მეორე მხარეს არის ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, მთელი არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი, ომბუდსმენი, უფრო მეტიც, როგორც უკვე ვთქვი, გუშინდელმა კონსტულტაციებმა უკვე ღიად დაადასტურა, რომ თვით „ქართულ ოცნებაშიც" არსებობს სერიოზული განსხვავებები წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით და შიდა კომპრომისი მათ მოძებნეს მხოლოდ ამ ცვლილებების დროში გაწელვის ხარჯზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ვერნაიარად ვერ გახდება ქვეყანაში მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი.
კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი. კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური განვითარება. სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტი, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით, ყვველა სხვა პარტიის, ყველა სხვა ინსტიტუტის, ყველა სხვა მოთამაშის, საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ. აი, ასეთ ვითარებას ჩვენ ვეძახით, როგორც პოლიტიკურად ჩიხურ ვითარებას და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან გახლავთ „ევროპული საქართველოს " იდეის გაზიარება, რომ ვკითხოთ პოზიცია ხალხს და ყველა დავემორჩილოთ ხალხის აზრს. როგორც თქვენ იცით, ჩვენ ვაგროვებდით ხელმოწერებს პლებისციტის მოთხოვნით, დღეს წარმოგიდგენთ შეგროვებული ხელმოწერების მხოლოდ ნაწილს. მინდა გითხრათ, რომ 150 000-მდე ხელმოწერა მოაგროვა „ევროპულმა საქართველომ" ამ ძალიან შეზღუდულ დროში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობას, ხალხს სურს რომ მას დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს ისეთი, ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი", განაცხადა ბაქრაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.