პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ქ. რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.