საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების" ოფისში შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, შეხვედრა გუნდის გადაწყვეტილებით შედგა.
„ეს იყო შეხვედრა მინისტრთან, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება, რომ იმ თემებთან დაკავშირებით რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ უშუალოდ მინისტრისგან მოგვესმინა. ეს რომ საჯარო განხილვის თემა ყოფილიყო, ჩვენ საჯარო განცხადებებს გავაკეთებდით,“ განაცხადა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის თქმით, შეხვედრაზე ყველა აქტუალური საკითხის განხილვა მოხდა.
„ყველა საკითხი იხილება - პრობლემატური, რა წარმატებები აქვს შსს-ს, რა ღონისძიებებია გატარებული და ამაზეა ძირითადად საუბარი", განუცხადა ჟურალისტებს ხაბარელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.