ნინო ბურჯანაძე: კარგად ვიცით რა ღირს თითოეული მაჟორიტარის ხმა და ძალიან კარგად ვიცით როგორ აკონტროლებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილი
20-06-2017, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ჰყავს აბსოლუტურად უთავმოყვარეო და მატყუარა ხელისუფლება. დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების და ლიდერების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, მათ არ რცხვენიათ თვეების განმავლობაში ილაპარაკონ ერთი და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოაცხადონ მეორე, ეს არის სამარცხვინო და თავმოყვარე ერი ამას არ უნდა იტანდეს, ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ოპოზიციასთან 2-თვიანი მუშაობა კონსენსუსის მისაღწევად იყო ფარსი.

 


იგი მოსახლეობას მოუწოდებს, არ მისცეს ხელისუფლებას შანსი, რომ აბუჩად და მასხრად აიგდოს ხალხი და ქვეყანა.

 


„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ღირს თითოეული მაჟორიტარის ხმა და ძალიან კარგად ვიცით როგორ აკონტროლებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილი. მაჟორიტარები, რომლებიც არაფერს აკეთბენ თავიანთი რეგიონისათვის და საპარლამენტო ტრიბუნასთან ფაქტიურად არასდროს ჩნდებიან, მათ გაუწია ბიძინა ივანიშვილმა ანგარიში? მაშინ როდესაც ჯიბეში ჰყავს ყველა მაჟორიტარი და ხელში უჭირავს მათი ბიზნესი, საერთოდ არ იყო პრობლემა მათი დაყოლიება პროპორციულზე გადასასვლელად“, აცხადებს ბურჯანაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი