Manchester United-ის მენეჯერს, ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურორებმა, რომლებიც მისი „მადრიდის რეალში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდს (2010-2013 წლები) იძიებენ, გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ BBC იუწყება.
პორტუგალიაში დაბადებულ მოურინიოს ბრალად ედება 2011 და 2012 წლებში ესპანეთში 3.3 მილიონი ევროს მოტყუების გზით მითვისება. მას ჯერ ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ესპანეთში, ბოლო პერიოდში საფეხბურთო სფეროს სხვა ცნობილ წარმომადგენლებსაც დასდეს ბრალი გადასახადების დამალვაში. მათ შორისაა „მადრიდის რეალის“ ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო, რომელიც უარყოფს ბრალდებებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.