ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს და „ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ, წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი.
იგი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში შეხვდა და ის „არაჩვეულებრივად გამოიყურება".
„იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ.
ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და „ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ”, წერს არქიმანდრიტი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მისმა შვილმა, ბერა ივანიშვილმაც გამოაქვეყნა. მან იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მისივე განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.