საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 45 ოჯახს სახურავი და სხვა სახის სამშენებლო მასალა გადაეცა.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე იყოფებოდა ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოციალურად დაუცველ ჟორჟიკაიშვილებისა და ბარამიძეების ოჯახებს, აღნიშნული საამშენებლო მასალა გადაეცა.

„მადლობას გიხდით დახმარებისათვის. გმადლობთ მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის“ განაცხადა ფატი ბარამიძემ.
გამგეობის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე დაზარალებულებს სახურავებთან ერთად, ხის მასალა და საამშენებლო ბლოკი გადაეცემათ. მასალის საერთო ღირებულებამ 139 831 ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.