მარტვილის მუნიციპალიტეტში ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო - პროექტის ღირებულება 831,381 ლარს შეადგენს
20-06-2017, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 3,905 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი - ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა.

 


მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.

 


მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, ინფრასტრუქურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

 


პროექტის ღირებულება 831 381 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტექნიკა.

 


ნაგვაზაო -ხუნწის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი