„რესპუბლიკელებმა“ ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში გამართულ კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვეს, რაც ბევრმა შეაფასა, როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმი.
როგორც BBC იუწყება, ჯორჯიის შტატში, „რესპუბლიკელმა“ კარენ ჰენდელმა ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო, „დემოკრატმა“ ჯონ ოსოფმა კი 47%.
სამხრეთ კაროლინაში, მე-5 საარჩევნო რაიონში „რესპუბლიკელმა“ რალფ ნორმანმა სოლიდურად დაამარცხა „დემოკრატი“ არჩი პარნელი.
წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა მიულოცა ქალბატონ ჰენდელს „მძიმე შრომით მოპოვებული“ გამარჯვება.
პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვითერზე“ დაწერა: „ვულოცავ კარენ ჰენდელს დიდ გამარჯვებას ჯორჯიის მე-6-ში. ფანტასტიკური სამუშაოა, ჩვენ ყველანი ძალიან ამაყი ვართ თქვენით!“.
როგორც BBC წერს, ჯორჯიის მე-6 რაიონში, ატლანტას გარეუბნებში, „რესპუბლიკელები“ ტრადიციულად უსაფრთხოდ იბევებენ კონგრესის მანდატს, მაგრამ „დემოკრატები“ პრეზიდენტის მოწონების დაბალი რეიტინგის კაპიტალიზებას იმედოვნებდენ.
„დემოკრატებმა“ წელს უკვე იგემეს დამარცხებები კანზასსა და მონტანაში.
მოზეიმე მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, ჰენდელმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს მისი გამარჯვებისთვის.
დამარცხებულმა „დემოკრატმა“ ოსოფმა მის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მათ მოიტანეს „იმედის შუქურა ადამიანებისთვის, აქ, ჯორჯიაში, ადამიანებისთვის მთელი ქვეყნის გასწვრივ, და ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო“.
ჯორჯიის არჩევნები, სადაც ყველა კანდიდატის მიერ დახარჯულმა თანხამ სულ მცირე 57 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ არჩევნებად იქცა. „როიტერსის“ ცნობით, ეს წინა არჩევნებზე დახარჯულ თანხასთან შედარებით თითქმის გაორმოგებული მონაცემია.
ოსოფს, აპრილში გამართულ კონგრესისი რიგგარეშე არჩევნებში ცოტა დააკლდა 50%-ის მისაღებად, რომ სრული გამარჯვება მოეპოვებინა, რის გამოც ჰენდელთან არჩევნების მე-2 ტურის გამართვა გახდა საჭირო. ჰენდელი პირველ ტურში მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ „რესპუბლიკელების“ ხმა სხვა დანარჩენ 11 კანდიდატს შორის გაიყო.
ატლანტის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კონგრესმენი ტომ პრაისი ტრამპის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მდივნად დაინიშნა - სამხრეთ კაროლინას მანდატი კი მას შემდეგ, რაც მიკ მულვენი ტრამპის საბიუჯეტო უწყების დირექტორი გახდა.
„რესპუბლიკელებმა“ აპრილში უკვე დაამარცხეს „დემოკრატები“ კონგრესის რიგგარეშე არჩევნებში. მათ მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს ღრმად კონსერვატიულ კანზასში, სადაც რიგგარეშე არჩევნები იმის გამო გაიმართა, რომ ტრამპმა კონგრესმენი მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად დანიშნა.
გასულ თვეს „რესპუბლიკელმა“ გრეგ ჯიანფორტემ ასევე მოიგო მონტანას სპეციალური არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მას ბრიტანელი რეპორტიორის შეურაცხყოფისთვის ბრალი ჰქონდა წაყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.