ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ბელგიელმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს
21-06-2017, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ბელგიელმა ჯარისკაცებმა ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ტერორისტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, იგი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ არავინ დაშავებულა.

 


პროკურორებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი გარდაცვლილია. ბელგიის სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტს განიხილავენ როგორც ტერორისტულ თავდასხმას.

 


2016 წლის მარტში, ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებისას, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, 32 ადამიანი იქნა მოკლული.

 


ბელგიური გაზეთის, La Libre Belgique-ს თანახმად, რომელიც პროკურორების სიტყვების ციტირებას ახდენს, მამაკაცი, რომელიც მოკლულ იქნა, ზურგჩანთას და ასაფეთქებელ ქამარს ატარებდა.

 


რკინიგზის თანამშრომელმა, ნიკოლას ვან ჰერევეგენმა (დაბლა ფოტოზე) განაცხადა, რომ იგი სადგურის ანტრესოლის დონეზე იმყოფებოდა, როცა ვიღაცის ყვირილი გაიგონა.

 

 

 


„შემდეგ ის ყვიროდა ‘ალაჰ აგბარ’ და მან ბორბლებიანი ჩემოდანი ააფეთქა“, უთხრა რკინიგზის თანამშრომელმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს

 


„მე კედლის უკან ვიმყოფებოდი, როცა ჩემოდანი აფეთქდა. მე ჩავედი დაბლა და ჩემს კოლეგებს ვუთხარი განგაში გამოეცხადებინათ და მოეხდინათ საყოველთაო ევაკუაცია. ის [ეჭვმიტანილი] ჯერ კიდევ იქვე იმყოფებოდა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ ის არ გვინახავს“.

 


„ეს არ ყოფილა, რაღაც დიდი აფეთქება, მაგრამ ზემოქმედება საკმაოდ დიდი იყო. ხალხი აქეთ-იქით გარბოდა“, დაამატა მან.

 


ვან ჰერევეგენმა ეჭვმიტანილი აღწერა, როგორც კარგი აგებულების და შავგრემანი, მოკლე თმებით, რომელსაც თეთრი მაისური და ჯინსები ეცვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი