პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 13:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე გუშინ იქნა მიღებული.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს.
„საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ჩვენ გაუგზავნეთ წარდგინება, თუმცა სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტის მხრიდან უარი ეთქვა. შესაბამისად, ჩვენი კონსტიტუციის და რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ შევიკრიბოთ საკუთარი ინიციატივით და გთავაზობთ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს, რომელიც ორ საკითხს წარმოადგენს. ეს არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ I და II მოსმენა. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ I და II მოსმენა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.