„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა შერეული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა.
„მთელი ამ პროცესებიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა საპროტესტო ტალღის გამოწვევა და ეს ვიღაცა თქვენშია. მე როგორც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელი ყველა ფორმატში კონსტრუქციულად ვმონაწილეობდი და ჩემ პოზიციას ღიად ვაფიქსირებდი. ახლაც ვაცხადებ, რომ ჩვენი გუნდი ამ ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს და პროცესს ბოიკოტს ვუცხადებთ“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.