საუდის არაბეთის მეფემ, სალმანმა, მისი შვილი მუჰამედ ბინ სალმანი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, რითაც სამეფო ტახტის გვირგვინის მიღების რიგში მდგომი მისი ძმისშვილი, მუჰამედ ბინ ნაიეფი განზე გაწია.
მეფე სალმანის ბრძანება ასევე ნიშნავს, რომ 31 წლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი პრემიერ მინისტრის მოადგილე გახდება და ამავე დროს განაგრძობს თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობასაც.
როგორც BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, 57 წლის მუჰამედ ბინ ნაიეფი ასევე ჩამოაცილეს ქვეყნის საშინაო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს.
სალმანი ტახტზე 2015 წლის იანვარში, მისი ნახევარძმის, აბდულაჰ ბინ აბდუ აზიზის სიკვდილის შემდეგ ავიდა.
BBC წერს, რომ პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ბოლო დაწინაურება, და მისი სწრაფი აღმასვლა, ახალგაზრდა თაობის მიერ იმის ნიშნად აღიქმება, რომ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები ხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი მამის, 81 წლის სალმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.