თორნიკე მამალაძე: ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს
21-06-2017, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა.

 

 

როგორც საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა, აცხადებს, რომ პატრიარქი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

„შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ვიტყვი, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. უწმინდესმა დაგვლოცა.... პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს”, განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი