ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის მეოცნებეებზე - ნათელაშვილი პრეზიდენტს თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დანიშვნისკენ მოუწოდებს
21-06-2017, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დანიშნოს.

 

 

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა, „ოლიგარქიული რეჟიმი", მას შემდეგ, რაც „საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფალსიფიცირებისთვის მზადებას შეუდგა", რაშიც მისივე აზრით, მმართველი გუნდის „ყველაზე დიდი მოკავშირე" არჩევნების გამართვის პერიოდი - ოქტომბრის პირველი ნახევარია.

 

 

ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ოქტმბრის ბოლოსთვის დანიშნული არჩევნები „უზარმაზარი დარტყმა იქნება რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც რეალურად ამზადებენ არჩევნების შედეგების მასობრივ ფალსიფიცირებას".

 

 

„მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა ურცხვად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები და მოახდინა ძალაუფლების უზურპირება, იგი იმ წუთიდან შეუდგა მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასეთივე ტოტალური ფალსიფიცირებისათვის. მისი ყველაზე დიდი მოკავშირე გახლავთ არჩევნების პერიოდი - ოქტომბრის პირველი ნახევარი, როდესაც მოსახლეობა ჯერ არ არის გამოსული ცხელი ზაფხულის შოკიდან, იწყება სწავლა, დგება რთველი, ოპოზიცია თავისი რესურსებიდან გამომდინარე მოუმზადებელია - ვერ ასწრებს საარჩევნო კამპანიის ხარისხიანად ჩატარებას, მოსახლეობასთან შეხვედრებს და სწორედ ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს ეს არჩევნები ჩაგვიტაროს 15 ოქტომბრამდე.

 

 

მე მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც არის კანონიერების და სამართლიანობის უზენაესი გარანტი კონსტიტუციით და რომელიც ნიშნავს ამ არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნეთ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც რეალურად ამზადებენ არჩევნების შედეგების მასობრივ ფალსიფიცირებას და გარდა ამისა, შეწყდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელთა მიზანია კიდევ უფრო გააუარესოს საარჩევნო გარემო, გამოდევნოს იქედან ოპოზიციური პარტიები და მოახდინოს მთლიანი უზურპირება საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ეს ცვლილებები უკვე შედის და უკვე მზად არის.

 

 

იმავდროულად, ამ წუთას მიმდინარეობს პარლამენტში ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაც, მიდის ხელისუფლების უზურპაცია მრავალი წლით და თავიანთი ჭკუით სამუდამოდ, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ ძალიან მალე შეიცვლება ეს ხელისუფლება და ყველა ცვლილება მათ მიერ გატარებული ძირითად კანონში იქნება გაუქმებული, ხოლო ამ ცვლილებებზე ხმის მიმცემი სუბიექტები, ფულის მაძიებლები, კარიერის მაძიებლები, ქვეყნის მოღალატენი, მორალურ და იურიდიულ პასუხისგებაში იქნებიან მიცემული იმისათვის, რასაც აკეთებენ დღეს, რაც გააკეთეს გუშინ და რის გაკეთებასაც აპირებენ მომავალში", განაცხადა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი