მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო მზადყოფნას გამოთქვამს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის ჩანაწერი გაასაჯაროოს
21-06-2017, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

პატრიარქის მდივანი აცხადებს, რომ საპატრიარქო მზად არის, პატრიარქისა და გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნოს.

 

 

„მამა დავითი ჭინჭარაული ესწრებოდა შეხვედრას, მან რამდენჯერმე ითხოვა სიტყვა და მან აუხსნა მათ. მათ ჰქონდათ ასეთი შეკითხვა, რომ რატომ არ შედიან სასულიერო პირები მამა გიორგის მოსანახულებლად, მამა დავით ჭინჭარაულს ორჯერ თუ სამჯერ მოუწია გამეორება ერთი და იგივე ტექსტის, რომ ის და მამა კახაბერი უახლოეს დღეებში შეძლებენ და მოინახულებენ მამა გიორგის,“ განუცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრისას დეკანოზის ძმისთვის საუბარი არ შეუწყვეტინებია.

 

 

„მე მისთვის საუბარი არ შემიწყვეტინებია, უბრალოდ, მე მას მოვუწოდე, რომ შეხვედრას ესწრებოდა კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელსაც საერთოდ არაფერი უთქვამს და რატომღაც მამალაძე მასაც ახსენებდა, რომ ის ერეოდა ამ საუბრებში. მოკლედ, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთი და იგივე ფაქტის და მოვლენის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიტანს იქიდან ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია.... ამიტომაც ხდებოდა ჩაწერა, როგორც უკვე გითხარით და თუ ამისი აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ შეხვედრის.... მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მხარე, ჩვენ ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურ სიმართლეს,“ განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი