ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის საფეხბურთო ტურნირი დასასრულს უახლოვდება.
დღეს, ნახევარფინალური შეხვედრა ზანავი-ხევაშენისა და მლაშე-ადიგენის გუნდებს შორის გაიმართა. ზანავისა და ხევაშენის გუნდებს შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა, პენალტების სერიაში გამარჯვება ზანავის გუნდმა მოიპოვა. ადიგენი-მლაშეს გუნდებს შორის გამართული შეხვედრა კი, 3:0 ადიგენის სასარგებლოდ დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართება, ერთმანეთს ადიგენისა და ზანავის გუნდები დაუპირისპირდებიან.
დღევანდელ შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ადიგენის გამგეობა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.