დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ვაშინგტონში „ძალიან, ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდა პეტრო პოროშენკოსთან
21-06-2017, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ვაშინგტონში „ძალიან, ძალიან კარგი განხილვები“ ჰქონდა მის უკრაინელ კოლეგასთან, პეტრო პოროშენკოსთან.

 


ხანმოკლე შეხვედრისას, რომელსაც „შევლითი“ შეხვედრა უწოდეს, მათ „აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხარდაჭერა“ განიხილეს, როგორც ამას BBC თეთრ სახლე დაყრდობით იუწყება.

 


2014 წლის შემდეგ უკრაინა მისი ტეროტორიის აღმოსავლეთ ნაწილში რუსების მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს ებრძვის.

 


როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ტრამპის ადრინდელი მოწოდებები შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკეთესი ურთიერთობების თაობაზე, უკრაინის ხელისუფლების მღელვარების საგანს წარმოადგენდა.

 


სამშაბათს გამართულ შეხვედრას კი წინ უძროდა ვაშინგტონის მიერ რუსეთის უკრაინაში ქმედებების გამო უფრო მეტი სანქციების გამოცხადება.

 


თეთრი სახლის ახალი სანქციების სამიზნე 38 ორგანიზაცია და ინდივიდია, მათ შორის რუსეთის მთავრობის და ასევე ყირიმის ოფიციალური პირები - ყირიმის, უკრაინის რეგიონის, რომლის ანექსიაც წლების წინათ რუსეთმა მოახდინა.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონის ნაბიჯს „დასანანი“ უწოდა.

 


მოკლე განცხადებაში, თეთრმა სახლმა თქვა, რომ ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს „პრეზიდენტ პოროშენკოს რეფორმების დღის წესრიგი და ანტიკორუფციული ძალისხმევები“.

 


სატელევიზიო კომენტარებში, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა აღწერა იმ „ადგილად, სადაც ჩვენ ყველანი ძალიან ვიყავით ჩართული და ჩვენ ვუყურებდით მას და ყველა მის შესახებ კითხულობდა“.

 


მან დაამატა, რომ „ბევრი პროგრესი იქნა მიღწეული“ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა არ დაუკონკრეტებია დეტალები.

 


ამასობაში, პოროშენკომ განაცხადა, რომ ამერიკა „ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მხარდამჭერთაგანია“ უკრაინის.

 


„შევლითი“ შეხვედრა რუსი ანალიტიკოსების მიერ აღწერილ იქნა, როგორც დიპლომატიურად დამამცირებელი უკრაინის პრეზიდენტისთვის.

 


მაგრამ უკრაინელმა მიმომხილველებმა ხაზი გაუსვეს შეხვედრის მნიშვნელობას იმ ფონზე, როცა ივლისში, გერმანიაში, ტრმპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის „დიდი ოცეულის“ შეკრებაზე, შეხვედრა უნდა გაიმართოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი