სიღნაღში შიდა ქუჩების აღდგენა დაიწყო. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ჭავჭავაძის, კვერნაძის, აბრამიშვილის ქუჩების, ბარათაშვილის I შესახვევისა და არსებული საყრდენი კედლების აღდგენა მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული რიყის ქვის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრანიტის ქვა დაიგება. კვერნაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე რკინა-ბეტონის, ხოლო აბრამიშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის გზის საფარი მოეწყობა. ასევე, გორგასლის და წმ. გიორგის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლები გაკეთდება.
პროექტი, რომელიც ქალაქის ქუჩების ნაწილის აღდგენას ითვალისწინებს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ჯამური ღირებულება 234 970 ლარია", აღნიშნულია სიღნაღის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ოქტომბერში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.