ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სპორტული შეჯიბრება, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს თასები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.