ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვთან შეხვედრა გამართეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა სტუმარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განვითარებული სოფლის მეურნეობის დარგები, არსებული მდგომარეობა და პრობლემები გააცნო.
როგორც Guardian.ge-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების, კარტოფილის თესლის და მეზობელ ქვეყანაში არსებული პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის, მეთოდებისა და გამოცდილების შემოტანის საკითხები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.