ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
მისი შეფასებით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე.
„ორი დღის წინ ხელი მოეწერა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში, არა როგორც კონსულტანტი, არამედ პარტნიორად. ამით ქუთაისის უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად. მიუნხენის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად და ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. გილოცავთ ამ ძალიან დიდ წარმატებას! მოხარული ვარ, რომ საქართველო თანდათან ხდება პოპულარული არამხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან სტუდენტები განათლების მისაღებად. ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია ევროპაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამ პროექტის წარმატებაში," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.