საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.